3 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, ,,დიდი ოთხეულის თვის'' ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა PwC Georgia-ს წარმომადგენლებთან, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია კომპანიის, არსებული ვაკანსიებისთვის საჭირო მოთხოვნების და სხვა საკითხების შესახებ.
პრეზენტაცია ჩაატარეს: PwC Georgia-ს ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი - თამარ ჯაკობია, აუდიტორული განყოფილების უფროსი მენეჯერი - ლიკა ქარქაშაძე და აუდიტორული განყოფილების უფროსი და უმცროსი კონსულტანტები.
PwC Georgia ერთ-ერთი წამყვანი, დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული კომპანიაა, როგორც საქართველოს ასევე საერთაშორისო ბაზარზე.