კომპანია ,,Pyme''-ის ვებინარი კავკასიის ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის

7 ოქტომბერი 2022

5 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და  დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის  ორგანიზებით, კომპანია ,,Pyme''-ის მიერ ჩატარდა ვებინარი,  კავკასიის ტექნოლოგიების და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის.

 

შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია ,,Web3 Bootcamp Tbilisi'' - ის შესახებ, რომლის მიზანიც წარმატებული სტუდენტების დასაქმებაა.

 

ვებინარის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით და გაეგოთ მეტი შემდეგ კურსებზე: ტექი, მარკეტინგი და ბიზნეს ოპერაციები.


პროექტის ფარგლებში სტაჟიორებს ექნებათ შესაძლებლობა ისწავლონ და სწავლების განმავლობაში მიიღონ ანაზღაურება, პროექტის დასრულების შემდეგ კი დასაქმდნენ ამავე კომპანიაში.''