რენის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

30 სექტემბერი 2022
29 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა რენის ბიზნესის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ოდ ლიებერტსა (Aude LIEBERT) და მოევი ვეტტიერს (Noémie VETTIER), უმასპინძლა.
 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან - ელენე ჯღარკავასთან, ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან - თათია მაისურაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან - ქეთევან კარბაიასთან. მხარეებმა არსებულ თანამშრომლობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
 
 
რენის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს  ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პირველი მიღების სტუდენტებთან.  სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სტუდენტური სერვისების, ცხოვრების,  სტაჟირებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტისა და რენის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის  ერთობლივი აკადემიური ხარისხი, ისწავლონ საზღვარგარეთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

რენის ბიზნესის სკოლას, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში, ქალაქ რენში, მოპოვებული აქვს ისეთ დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორებიცაა: AACSB, EQUIS, AMBA.