ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 იანვარი 2020

28 იანვარს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან და პროექტების მენეჯერთან ერთად ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, პროფესორ მაურიციო მასის (Maurizio Masi), ფაბრიციო როსისა (Fabrizio Rossi) და ლუიჯი ფიცის ( Luigi Fici) უმასპინძლეს.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ფაკულტეტებზე არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

 

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა უნივერსიტეტის შენობა დაათვალიერეს.

 

ტუშას უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მოკლევადიან გაცვლით პროგრამას.