საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

14 დეკემბერი 2019

14 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის და მშობლებისთვის უკვე მესამედ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აუდიტორიამ მიიღო ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის, დაგეგმილი ღონისძიებებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ ხელმძღვანელი ნუნუ ცაკაშვილი და ცენტრის აბიტურიენტები.

 

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები და პროგრამის დირექტორები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, დამსწრე აუდიტორიას კავკასიის უნივერსიტეტის კამპუს ტური ჩაუტარდათ. მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვისა და მშობლებისთვის 21 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

 

დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული.