საჯარო ლექცია - „მომავლის 11“

13 დეკემბერი 2019

13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებისა და დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე - „მომავლის 11“ გაიმართა.

 

საჯარო ლექციას მოწვეული სპიკერები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი წარუძღვნენ.

 

შეხვედრა მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სპორტის მარკეტინგის ლექციების ფარგლებში ჩატარდა. მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხეს.