Science Po-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

15 აპრილი 2022

14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ  Science Po-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს, Pauline Couteau-ის უმასპინძლა.

 

Science Po-ს წარმომადგენელთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს სტუმრობდნენ: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი,დავიდ ტერტრი, საფრანგეთის საელჩოს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ატაშე, ნასტასია დომპსი და კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, ნათია მსხალაძე.

 

აღსანიშნავია, რომ Science Po, ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა მისი ისტორიით, პროგრამების მრავალფეროვნებითა და კურსდამთავრებულთა წარმატების მაჩვენებლით.

 

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, აგრეთვე კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან, დავით ნატროშვილთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მალუასთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის გაცვლის საკითხებზე ერაზმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში, აგრეთვე ორმაგი ხარისხისა და მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.