პროექტის - „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ მეორე სესია დაიწყო

5 თებერვალი 2025

წარმატებით დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პროექტის „ქალთა გაძლიერება კიბერუსაფრთხოებაში ევროკავშირის გამოცდილების საშუალებით“ მეორე სესია - რომელიც ხორციელდება ჟან მონეს მოდულის ფარგლებში.

 

პროექტის მთავარი მიზანია კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის სფეროებში ქალთა IT განათლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, აკადემიასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის წახალისება. დაინტერესებული პირებისთვის პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

 

WISEC აკადემიის მეშვეობით ევროპული პრაქტიკის კვლევა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების მომზადება ხელს შეუწყობს შედეგების მიღწევას სხვადასხვა დონეზე და უზრუნველყოფს ამ პრობლემის საერთო გადაწყვეტას საქართველოში. კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის შესასწავლად ქალების საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა გადამწყვეტია საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი, პროფესორი, SCSA-ს პრეზიდენტი, მაქსიმ იავიჩი.