მეორე ტრენინგი პროექტ E-Fix- ის ელჩებისა და დაინტერესებული პირებისათვის

29 იანვარი 2021

 

 

 

   

                 

          

29 იანვარს კავკასიის უნივერსიტეტმა პროექტის კონსორციუმის წევრ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული, ჰოროზონტ 2020-ს პროექტის E-FIX („ენერგიის დაფინანსების ინოვაციური მიქსის შემუშავება და გადაცემა, მდგრადი ენერგიის პროექტებში გაზრდილი ინვესტიციისთვის, კერძო სექტორის დაფინანსების გასააქტიურებლად")-ის ფარგლებში, წარმართა “ე-ფიქსის” ელჩების ტრენინგი, რომელსაც გაუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორები და ენერგო სექტორის ექსპერტები. 

 

ტრეინინგი თეორიულ ინფორმაციას და პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: პროექტის მიზნები და მისია, ენერგოეფექტურობა და მისი მნიშვნელობა ბიზნესში, ფინანსური მოდელები, ლიზინგის უპირატესობა. პრეზენტატორებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში შემუშავებული გზამკვლევი და რიგი რეკომენდაციები, რომლებიც ეხება ენერგოეფექტურობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს რეგიონში. გარდა ამისა, წარმოდგენილი იყო სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს კომპეტენციების ცენტრის შექმნას და ოპერირებას საქართველოში.

 

E-FIX პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ენერგეტიკული პროექტებისთვის კერძო დაფინანსების გააქტიურებას, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების გამოყენებით, უფრო კონკრეტულად: საკრედიტო ხაზები ენერგოეფექტურობის კონტრაქტების დადებისთვის (EPC), ქრაუდფანდინგისა და სალიზინგო მოდელების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის.