სახელმწიფო ენის საკითხებისადმი მიძღვნილი სემინარი კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის, მარიამ მანჯგალაძის მონაწილეობით

29 აპრილი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტმა მარიამ მანჯგალაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო ენის საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარში, რომელიც 29 აპრილს  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

 

სემინარში მონაწილეობდნენ ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრისა და საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს სახელმწიფო ენის სტრატეგიის მიზნები და ამოცანები, ისაუბრეს ევროპის კომისიის ენის ტექნოლოგიების სტრატეგიის, სამართლებრივი ჩარჩოს, ოფიციალური ენის კანონისა და სტატუსის, ტერმინოლოგიის მართვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებთან თანამშრომლობისა და სხვა რეგულაციების შესახებ.