11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, მმართველობითმა საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფმა" პრაქტიკული სემინარი გამართა თემაზე - რთული სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომები.
შეხვედრა შედგებოდა 3 ეტაპისგან:
- I ეტაპი - სემინარი და პრაქტიკული მაგალითები (60 წთ);
- II ეტაპი - ჯგუფური დავალებები (60 წთ);
- III ეტაპი - პრეზენტაცია და განხილვა (60 წთ);
სემინარი ითვალისწინებდა გამორჩეული კანდიდატებისთვის შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას და სამუშაოს შეთავაზებას.
სემინარს გაუძღვა: პაპუნა ტოლიაშვილი "სინერჯი ჯგუფის" მმართველი პარტნიორი.