10 დეკემბერს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდსა და EFMD-ის მენტორებს შორის.
შეხვედრაზე პროექტის გუნდის წევრმა მენტორებთან ერთად განიხილა კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივით განხორციელებული პროექტები ცოდნის გადაცემისა და სოციალური ჩართულობის მიმართულებით. ამასთან, მათი მესამე მისიასთან შესაბამისობის კრიტერიუმები, და პირდაპირი და ირიბი ბენეფიციარები სოციალურ ჭრილში. აღნიშნული პროექტები მოიცავს საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა მედიაწიგნიერების საკითხი, სასამართლო ქეისების ანალიზი, ქალაქის რეკრეაციული სივრცეები, ისტორიულ-კულტურული მეკვიდრეობის ძეგლები და სხვა.
პროექტის ეს ფაზა ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების გეგმის დასრულებასა და ანგარიშის შემუშავებას.
შეხვედრაში მონაწილებას იღებდა კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაცაცო ტეფნაძე.