27 ოქტომბერს ERASMUS+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ TEESS ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შეხვედრაზე შეჯამდა პროექტთან ორწლიანი თანამშრომლობა, საუბარი შეეხო პროექტის შედეგებს, პოზიტიურ მხარეებს, არსებული პრობლემებსა და პროექტის შედეგების განგრძობითობის მნიშვნელობას. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დადებითად შეაფასა გაწეული სამუშაო და კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მსგავსი პროექტების განხორციელებას. დღეს საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომიდნარე, შეიზღუდა შეხვედრაში მონაწილე პირთა რაოდენობა. კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ კოორდინატორი გურანდა ჭელიძე და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი მარიამ რუაძე. დიალოგის რეჟიმში სამინისტროს წარმოადგენდნენ სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სასწავლო რესურსების განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთი (დინარა) ჩხობაძე და ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი ნიკოლოზ სილაგაძე.