IAUP -ის ლიდერობის განვითარების სემინარი ახალი პრეზიდენტებისა და მომავალი ლიდერებისთვის

29 ოქტომბერი 2025

2025 წლის 24- 27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე ლიდერობის სემინარს, რომელიც შეიქმნა ახალი პრეზიდენტებისა და მომავალი ლიდერებისთვის.

 

პროგრამის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მიეღოთ ფასდაუდებელი გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისგან, ასევე უმაღლესი განათლების სფეროს წამყვანი საერთაშორისო ექსპერტებისგან. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა განივითარეს ლიდერობისა და ტოპ-მენეჯმენტის უნარები, ჩაერთვნენ დისკუსიებსა და მენტორობის სესიებში.

 

პროგრამა სპეციალურად შეიქმნა ახლადდანიშნული პრეზიდენტებისთვის, მომავალი პრეზიდენტებისთვის და მოქმედი პრეზიდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ლიდერობის უნარების გაძლიერებისკენ.



ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოდან, მექსიკიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყაზახეთიდან, ბანგლადეშიდან, ჩინეთიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.