კავკასიის უნივერსიტეტში მეექვსე წლიური სამეცნიერო კონფერენცია დისტანციურად ჩატარდა

3 ოქტომბერი 2020

3 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეექვსე წლიურ სამეცნიერო კონფერნციას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, ასევე საქართველოს, გერმანიის, რუმინეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა.

 

კონფერენცია სიტყვით გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა.