კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური სოლიდარობის სტიპენდია უკრაინის აკადემიური პერსონალისთვის

28 მარტი 2022

რუსეთის უკანონო სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინის ორ მილიონზე მეტი მოქალაქე იძულებით ადგილნაცვალი და ლტოლვილი გახდა მცირე პერიოდში. ომის სისასტიკეს დაქვემდებარებული უკრაინის მოქალაქეები ყოველდღიურად იბრძვიან გადარჩენისა და ღირსეული ცხოვრების უფლებისთვის. დაზარალებულ ადამიანებს შორისაა სამეცნიერო საზოგადოება, რომელთა მხარდასაჭერად კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური სოლიდარობის  სტიპენდიას.

 

სოლიდარობის პროგრამის მიზანია უკრაინის უმაღლესი განათლების დაწესებულების პერსონალს შესთავაზოს უსაფრთხო სამუშაო და საცხოვრებელი გარემო.  სტიპენდია მიზნად ისახავს უკრაინის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებისა და კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის  კვლევით და სასწავლო სფეროებში დაახლოებას და თანამშრომლობითი პროექტების რეალიზაციას.

 

სტიპენდია ითვალისწინებს:

  • ყოველთვიურ ანაზღაურებას და უზრუნველყოფას საცხოვრებლით;
  • სამუშაო სივრცეს კავკასიის უნივერსიტეტში და შეუზღუდავ წვდომას სასწავლო ინფრასტრუქტურასთან.

 

შესაძლო სამუშაო კონცენტრაციები:

  • პოლიტიკა, დიპლომატია, საჯარო მმართველობა, ევროპული ინტეგრაცია;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები;
  • უკრაინული იდენტობა, კულტურა და საზოგადოება.

 

* სამუშაო პროცესი მოიცავს კვლევას და პუბლიკაციას, თემატურ თავისუფალ/საჯარო სემინარებსა და ვორკშოპებს.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უკრაინის მოქალაქე, რომელსაც ომამდე ჰქონდა მოქმედი შრომითი კონტრაქტი (ლექტორი, მკვლევარი) უკრაინის რომელიმე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში;
  • დოქტორის ხარისხი სპეციალობის სფეროში.
  • კარგად ფლობს ინგლისურ ენას (C1 ან B2 დონე).

 

განაცხადის წარდგენა:

  • მოკლე პროფესიული ბიოგრაფია ან CV;
  • მშობლიურ უნივერსიტეტთან აფილიაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამოტივაციო წერილი და კვლევითი გეგმა;
  • საერთაშორისო პასპორტის ასლი.

 

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა

 II ეტაპი – გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

 

 

მოთხოვნილი დოკუმენტები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cu.edu.ge

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 21 აპრილი.

 

გადარჩეულ კანდიდატურებს გაესაუბრება სოლიდარობის სტიპენდიის შესარჩევი კომისია.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:  info@cu.edu.ge