“Start Game”-ის გამარჯვებული გამოვლინდა

11 იანვარი

"Start Game"-ის გამარჯვებული ცნობილია. პირველი ადგილისა და ელექტრონული წიგნის მფლობელი სამართლის სკოლის სტუდენტი - გიორგი ნიკოლაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში 33 შესაძლო ქულიდან 31–ის დაგროვება მოახერხა. გიორგი ნიკოლაშვილი საქართველოს ორგზის და თბილისის მრავალგზის ჩემპიონია ჭადრაკში. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ სტუდენტის შორის, ვინც კავკასიის სამართლის სკოლაში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა.

მეორე ადგილი კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტმა გიორგი მამულაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი ბიზნესის სკოლის სტუდენტი - გიგი გოგიბერიძეა.

გამარჯვებულს საჩუქარი "კავკასიის უნივერსიტეტის" პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ გადასცა. სიმბოლური პრიზებით დასაჩუქრდა დანარჩენი რვა ფინალისტიც.

"Start Game" - შემეცნებით-ინტელექტუალური თამაში - სპეციალურად "კავკასიის უნივერსიტეტის" პირველკურსელებისათვის წელს პირველად მოეწყო. მისი მიმდინარეობისას სტუდენტები ეტაპიდან ეტაპზე სხვადასხვა ტიპის მინიშნებების საშუალებით გადადიოდნენ. თავსატეხები უნივერსიტეტის რამდენიმე დეპარტამენტში იყო გადანაწილებული, რაც პირველკურსელ სტუდენტებს საშუალებას აძლევდა მათთვის საჭირო დეპარტამენტები უფრო ახლოს გაეცნოთ.

ახლო მომავალში მსგავსი ტიპის თამაშის ჩატარება მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით - ყველა სტუდენტისათვის - არის დაგეგმილი.