„სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე“

17 ივლისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, ტარდება ტრენინგების სერია, სახელწოდებით „სტარტაპის გზა: იდეიდან ინვესტიციამდე “. ტრენინგები მოიცავს ხუთ კომპონენტს, რომელსაც უძღვებიან სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები და კვალიფიციური ტრენერები.

 

16 ივლისს, ჩატარდა მესამე ტრენინგი - ბრენდინგი და დიზაინი (ბაზრის კვლევა, ანალიზი), რომელსაც უძღვებოდა მარი დათიშვილი, “Mygallery” - ის დამფუძნებელი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორი.

 

აღნიშნული ტრენინგები მიმდინარეობს კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF - ის (საქართველო I2Q ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი კონკურენტული ინოვაციის ფონდი) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ ფარგლებში, რომლის საერთაშორისო პარტნიორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის „ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი (GWOIE)“

 

ტრენინგების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.