გაიცანით ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მეხუთე ნაკადის მენტორები!
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სტარტაპ გუნდებს, რომლებიც თავიანთი იდეების რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას მენტორთა მხარდაჭერით ახორციელებენ.
მეხუთე ნაკადის ფარგლებში, მენტორები მონაწილე სტარტაპებთან როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობენ. მენტორები ათი კვირის განმავლობაში უძღვებიან თემატურ სესიებს, რომლებიც სტარტაპის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს - ტექნოლოგიებს, მარკეტინგს, ფინანსებს, პროდუქტის შექმნასა და ბიზნესის ზრდის სტრატეგიებს.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მეტორებს შორის არიან:
- წარმატებული ანტრეპრენერები;
- ანგელოზი ინვესტორები;
- ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციების ექსპერტები;
- სტარტაპ აქსელერაციის პროგრამების მენტორები;
- კორპორატიული ლიდერები.
ინდივიდუალური მენტორინგის სესიების პროცესში ჩართულები არიან საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები, რომლებიც სტარტაპებს პრაქტიკულ გამოცდილებას და მათ საჭიროებებზე მორგებულ რჩევებს უზიარებენ.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn ხელს უწყობს ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების წახალისებასა და პრაქტიკულ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, რომელიც გაიმართება 8 ივლისს, სადაც პროგრამის მონაწილე 7 გუნდი თავიანთ იდეებს ფართო აუდიტორიის, პოტენციური პარტნიორებისა და ინვესტორების წინაშე წარადგენენ.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია კომპანია ბაუმერი.
- ირაკლი სვანიძე
კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მოწვეული ლექტორი, ტურისტული კომპანია „Indigo Holidays Georgia”-ს თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი
სტარტაპ გუნდების მენტორინგის 7+ წელი გამოცდილება მარკეტინგის, მენეჯმენტის და სტარტაპ ფინანსების მიმართულებით.
- ირო ცაგარეიშვილი
იროს აქვს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში მუშაობის, ისევე როგორც პროექტების მართვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების 7+ წლიანი გამოცდილება.
ირო არის Axel ( საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი) - ის მმართველი დირექტორი, სადაც ყოველთვიურად რამდენიმე სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა წარდგეს ინვესტორების წინაშე და მიიღოს დაფინანსება.
იროს როლი აქსელის წევრ ინვესტორებთან კომუნიკაცია, სტარტაპების მოძიება და შერჩევა და აქსელში საინვესტიციო პროცესების მართვაა. აქვს ისეთი სტარტაპ ღონისძიებების მართვის, ტრენერობისა და მენტორობის გამოცდილება, როგორიცაა პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ბუთქემფები, სტარტაპ ტრენინგები და ა.შ
- სანდრო კანდელაკი
სანდრო არის Student Hunt-ის თანადამფუძნებელი, რომელიც არის შეთავაზებების და ფასდაკლებების აპლიკაცია, სადაც განთავსებულია ექსკლუზიურ ფასდაკლებები და შეთავაზებები სტუდენტებისთვის საყვარელი კომპანიებიდან. სანდრო ასევე 2 წელზე მეტია ტერაბანკში იკავებს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ინოვაციების და სტარტაპების მხარდაჭერის სფეროში, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორად მუშაობის და სხვადასხვა პროგრამის, მათ შორის „Zoomout“ (პრე-აქსელერატორის) მართვაში. მას აქვს საერთაშორისო სემინარებზე სპიკერად გამოსვლის და TEDx ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება.
- მარი დათიშვილი
კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ტრენერი. ხელოვნების ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვის ელექტრონული პლატფორმა „Mygallery“-ის დამფუძნებელი. YTILI (The Young Transatlantic Innovation Leaders Initiative Fellowship program - ის ფინალისტი.
- გიორგი რაზმაძე
ანტრეპრენერი, დასაქმების ციფრული ეკოსისტემა Awork-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 7+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიების, ფინანსების, პროდუქტისა და ბიზნესის განვითარებაში.
- გიორგი ჩუგოშვილი
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ბიზნეს ანალიზისა, ფინანსებისა და სტარტაპების მართვის სფეროში. არის რამდენიმე სტარტაპის, მათ შორის amadeo.ge - სა და Phubber-ის თანადამფუძნებელი.
მუშაობდა Anaklia City JSC-ში ფინანსური დირექტორის (CFO) პოზიციაზე, ასევე იყო Anaklia Development Consortium-ის (LLC) ბიზნეს ანალიზის ხელმძღვანელი.
- იაკო ჯიქია
ანტრეპრენერი, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეკრუტინგ პლატფორმაა და მხარდაჭერილია 500 Global-ის მიერ.
იაკოს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორში სტარტაპებისა და ბიზნესების განვითარების მიმართულებით. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების სფეროშიც: მუშაობდა United Payment-ში, Lin&Me-ში (დამფუძნებელი და CEO), ასევე OPPA-ში და PayBox-ში დირექტორთა საბჭოს წევრისა და ხელმძღვანელის პოზიციაზე.
- ზურა კვინიკაძე
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს 6+ წლიანი მუშაობის გამოცდილება წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებში. 2022-2025 წლებში ზურა იყო საქართველოს ბანკის ციფრული მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც პასუხისმგებელი იყო ბრენდის ციფრული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, გუნდების მართვაზე და მარკეტინგული ტექნოლოგიების სისტემის განვითარებაზე. ზურა მოწვეული ლექტორია კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც ასწავლის ციფრულ მარკეტინგსა და ელექტრონულ კომერციას. მისი პროფესიული კარიერა მოიცავს ისეთ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას, როგორებიცაა: Spotcoin, Geocell, EBG.
- ქეთევან ხუნწარია
ქეთევან ხუნწარია Axel-ის საინვესტიციო საბჭოს წევრია და აქტიურად არის ჩართული სტარტაპების სქრინინგ და საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. გარდა ტექნოლოგიური სტარტაპებისა და ანგელოზი ინვესტიციებისა, მას დიდი გამოცდილება აქვს ავტო ინდუსტრიის მოწინავე ბრენდებში, მათ შორის: Porsche, Chevrolet, Volkswagen და სხვა.
ქეთევანის გამოცდილება, ცოდნა და ანალიტიკური უნარები სტარტაპებს არა მხოლოდ საინვესტიციო შესაძლებლობების მოპოვებაში ეხმარებათ, არამედ მათ სტრატეგიულ განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს.
- თენგიზ ლიმიტაშვილი
თენგიზ ლომიტაშვილი გამოცდილი ეკონომისტი და ბიზნეს კონსულტანტია, რომელსაც 20 წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს. TBSC Consulting საქართველოში, რომელიც სპეციალიზირებულია ეკონომიკური, პოლიტიკისა და ბიზნეს კონსულტაციების სფეროში. თენგიზ ლომიტაშვილი, ასევე, ხელმძღვანელობს ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) პოლიტიკის კვლევის კომიტეტს. წლების განმავლობაში ის აქტიურად უწევს მენტორობას სტარტაპებს საქართველოში და მონაწილეობს სხვადასხვა მენტორობის პროგრამაში, მათ შორის: Social Impact Award Georgia, Impact Hub Accelerator, Seedstars Tbilisi და ა.შ.
- დავით ციცქიშვილი
დავით ციცქიშვილი საქართველოს სტარტაპ და საინვესტიციო ეკოსისტემის აქტიური წევრია, რომლის მრავალმხრივი გამოცდილება ანგელოზ ინვესტიციების, სტარტაპებისა და ბიზნესების მენტორობას, ოპერაციების მართვას, IT სექტორს, უძრავი ქონებისა და მედია პლატფორმების ინდუსტრიებს მოიცავს.
დავითი ანგელოზი ინვესტორია Axel-ში, თანადროულად, Axel-ის პორტფოლიო სტარტაპების, JumpStart-ის, UN Women-ისა და კავკასიის უნივერსიტეტის CUnicorn პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორია, სადაც თავის მრავალწლიან ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს დამწყებ მეწარმეებს.
- ია წულაია
ია წულაიას განხორციელებული აქვს 100-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი საქართველოში და მის გარეთ, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის. ია გახლავთ ევროკავშირის, აზიის განვითარების ბანკის, გაეროს, USAID-ის და GIZ-ის სხვადასხვა პროგრამების ექსპერტი. საკონსულტაციო საქმიანობამდე მას ეკავა ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერული პოზიციები საბანკო, ავიაციიის და სატელევიზიო ინდუსტრიებში. ასევე გააჩნია არასამთავრობო სექტორში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება ფსიქო-სოციალური დახმარების, ეთნიკურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების და სხვადასხვა თემატური ტრენინგების მიმართულებით. ია აქსელის აქტიური ანგელოზი ინვესტორი და სტარტაპების მენტორია.