კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ დასასრულს მიუახლოვდა!
პროგრამა ხორციელდება აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ანტრეპრენერული უნარების, ინოვაციური აზროვნებისა და სტარტაპ იდეების განვითარების მხარდაჭერას
VII კვირა
მეშვიდე კვირის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა ბრენდინგი და დიზაინი, ასევე კონკურენტების ანალიზი. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ეფექტური ბრენდის შექმნა, ვიზუალური კომუნიკაციის სწორი გამოყენება და ბაზარზე კონკურენტების სტრატეგიული შეფასება.
მეშვიდე კვირის მენტორი იყო ნინი მოსიაშვილი, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და რეკომენდაციები ბრენდის იდენტობისა და პოზიციონირების მიმართულებით.
შეხვედრის მოწვეული სპიკერი გახლდათ გიორგი მუმლაძე, DATURA-ს CEO და Awork-ის COO, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა სტარტაპის განვითარების, გუნდური მუშაობის, ბიზნესის გაფართოების და ინოვაციური მიდგომების შესახებ.
VIII კვირა
CUnicorn+ პროგრამის მერვე კვირა დაეთმო ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებისა და პრაქტიკული მიდგომების შესწავლას. მონაწილეებმა იმუშავეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:
ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მიზნები, ძირითადი მაჩვენებლები (KPI) და მონიტორინგი;
სტარტაპებისთვის სადისტრიბუციო არხების შერჩევა, რეკლამირების სტრატეგიები და ბიუჯეტის განსაზღვრა.
სესიებს უძღვებოდნენ კომპანია Maverik-ის წარმომადგენლები - მენტორი გიორგი მგელაძე და სპიკერი გიორგი კენჭკუაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შექმნის პრაქტიკული გამოცდილება და რეალური მაგალითები.
გიორგი მგელაძე — კომპანია Maverik-ის აღმასრულებელი დირექტორი, ციფრული მარკეტინგის ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში;
გიორგი კენჭუაშვილი — Maverik-ის დამფუძნებელი და ციფრული მარკეტინგის ლექტორი რამდენიმე წამყვან ქართულ უნივერსიტეტში.
IX კვირა
პროგრამის მონაწილეები გაეცნენ სტარტაპების დაფინანსების სტრატეგიას, ალტერნატივებს და კომპანიის შეფასების, ფინანსური ანგარიშგების და ბიუჯეტირების ძირითად პრინციპებს.
მეცხრე კვირის მენტორი იყო ქეთევან ხუნწარია - ანტრეპრენერი, ლილისის თანადამფუძნებელი, ანგელოზი ინვესტორი და Axel - ის საინვესტიციო საბჭოს წევრი.
შეხვედრის მოწვეული სპიკერი გახლდათ კერი სლატერი, საერთაშორისო პარტნიორობის სპეციალისტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციისა და მეწარმეობის ოფისში, MAC Institute Georgia - ს შესაძლებლობების განვითარების სპეციალისტი.
X კვირა
მეათე შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ფიჩინგი - საინვესტიციო ფიჩ დექის მომზადება. მონაწილე სტარტაპებმა იმუშავეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარადგინონ საკუთარი იდეა მკაფიოდ, სტრუქტურირებულად და ინვესტორისთვის დამაჯერებლად.
მეათე კვირის მენტორი გახლდათ ირო ცაგარეიშვილი - საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის მმართველი დირექტორი.
"ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.“
