პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ მონაწილე სტარტაპები

12 ნოემბერი 2025

გაიცანით კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn+ ის 10 მონაწილე სტარტაპ გუნდი და მათი ინოვაციური იდეები! 

 

  • Klics.io- პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს შექმნან მიმზიდველი და მონაცემების ანალიტიკით შექმნილი მარკეტინგული გამოცდილება. უზრუნველყოფს წინასწარ ჩაშენებული მინი თამაშების ბიბლიოთეკას, კონფიგურირებად შაბლონებს და მძლავრ ანალიტიკას, რათა დაეხმაროს ბიზნესს კონვერტაციის გაზრდაში, მომხმარებლის ღირებული მონაცემების შეგროვებაში.

 

  • WashyWashy გთავაზობთ პრემიუმ კლასის, უწყლო ავტომობილის რეცხვას თქვენს კართან — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას — მარტივი აპლიკაციის საშუალებით.

 

  • Stipendia.ge — პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო სტიპენდიებისა და სასწავლო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. Stipendia.ge ერგება ყველა ასაკის და ინტერესის მქონე განათლების მაძიებელს  - მათ შორის აბიტურიენტებსაც, რომლებიც მალე შეძლებენ AI ხელსაწყოს მეშვეობით შესაბამისი ინტერესების მქონე რეპეტიტორებთან დაკავშირებას.

 

  • TwinO არის AI SaaS პლატფორმა, რომელიც ბიზნესების მარკეტინგის, გაყიდვების და თანამშრომელთა მართვის გუნდებისთვის პერსონალიზდება. TwinO გარდაქმნის ყოველდღიურ რუტინულ ამოცანებს ოპტიმიზირებად და ავტომატიზირებულ სისტემად, რაც პროცესებს 5-ჯერ აჩქარებს.

 

  • LakLaka - ეს არის კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ქმნის ქართულ AI ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიებით კი იქმნება, ინტელექტუალური აგენტები როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისთვის.

 

  • Seekers - ვებ-აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს შექმნას პერსონალური ბრენდი, AI-ის გამოყენებით. დაგეგმონ იმეილ მარკეტინგი და დაამუშაონ მათი მომხმარებლების ინფორმაცია.

 

  • Owlee — ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება პედაგოგებს ეფექტურად მართონ სასწავლო პროცესი და გაყიდონ თავიანთი ონლაინ კურსები ერთიან სივრცეში. სისტემა აერთიანებს სასწავლო მართვის (LMS) ფუნქციებს და მარკეტფლეისს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი კურსების მონეტიზაცია, ხოლო სტუდენტები — მარტივად მოძებნონ, ჩაირიცხონ და ისწავლონ მათთვის შესაფერისი მასწავლებლებისგან. Owlee ამცირებს დროის დანახარჯს, ზრდის მასწავლებელთა შემოსავალს და ქმნის მოსახერხებელ, ტექნოლოგიურად თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას.

 

  • Sivrce.AI — პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებსა და ბიზნესებს.
    იგი გეხმარება იპოვო ადგილები, რომლებიც შეესაბამება შენს განწყობას, ბიუჯეტსა და ხასიათს — იქნება ეს კაფე, რესტორანი, სამუშაო სივრცე თუ ღონისძიების ლოკაცია — ხოლო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაიზარდონ, მიიზიდონ მიზნობრივი აუდიტორია და გააძლიერონ ხილვადობა.

 

  • Stamo.ai არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს წუთებში შექმნან პროფესიონალური ვიდეო რეკლამები, ყოველგვარი გადამღები გუნდის ან მონტაჟის გარეშე. პლატფორმა ასევე სთავაზობს ჭკვიან, მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ ანალიზს, რაც ეხმარება ბრენდებს ზრდასა და აუდიტორიის მოზიდვაში.

 

  • Extera — ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ფილმის გადაღებებისთვის დამატებითი მსახიობების დაქირავებას და მართვას.

 

CUnicorn+ ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების წახალისებას, სტარტაპების სწრაფ განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას და ქმნის პრაქტიკაზე ორიენტირებულ გარემოს ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს. 

 

პროგრამის კულმინაციას წარმოადგენს დემო დღე, სადაც მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სტარტაპ იდეებს ჟიურის, ინვესტორებისა და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.

 

პროგრამის საპრიზო ფონდი - $10 000.

 

“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.”