21 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის C9 აუდიტორიაში, საჯარო მმართველობით, დიპლომატიითა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის გაიმართება უნიკალური ინტერაქტიული ღონისძიება – სახელმწიფოს მართვის სიმულაციური თამაში „მართე სახელმწიფო“.
სპეციალური კომპიუტერული სიმულაციისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერით, თქვენ პრაქტიკაში გამოცდით:
- რას ნიშნავს სახელმწიფოს მართვა და რა განსაზღვრავს ეფექტურ მმართველობას;
- როგორ ნაწილდება პოლიტიკური კაპიტალი და საბიუჯეტო რესურსები სხვადასხვა პოლიტიკის განხორციელებისას;
- რა გავლენა აქვთ ამომრჩევლებს, ინტერესთა ჯგუფებს, იდეოლოგიებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკურ პროცესებზე;
- როგორ უკავშირდება ერთმანეთს პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობები;
- როგორ შეიძლება ერთ სფეროში მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს სხვა სფეროში.
შემოგვიერთდი და სახალისო, მაგრამ რეალისტური სიმულაციის მეშვეობით აღმოაჩინე, როგორ მუშაობს რეალური საჯარო პოლიტიკა და დიპლომატია.
ღონისძიების ხანგრძლივობა: 3 საათი.
ღონისძიებას გაუძღვებიან:
ეკა აკობია – სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი
გიორგი ცხადაია – პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი
ემირ ეთერია – ეკონომიკის პროფესორი
საუკეთესო მონაწილეებისთვის სპეციალური პრიზები:
სიმულაციის პროცესში გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე (სპიკერი/გადაწყვეტილების მიმღები), რომლებიც მიიღებენ სახელმწიფო მართვის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ვაუჩერებს:
I ადგილი – 1500 ლარი
II ადგილი – 1000 ლარი
III ადგილი – 700 ლარი
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე.
