სტატია „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ (TEESS) შესახებ

4 დეკემბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტისევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) შედეგები ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელებული აქტივობების შესახებ, გამოქვეყნდა ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ მეცნიერებათა განვითარების ფონდის სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის „ენა და კულტურა“ 26-ე ნომერში. სტატიის ევროკავშირის, ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხი ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებულ რეგიონებში - კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედის“ მაგალითზე” - ავტორები არიან კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები და პროექტის ექსპერტები გურანდა ჭელიძე, ეკატერინე ქარდავა და ზურაბ ბრაგვაძე - იხილეთ ბმულზე