თვითმმართველობის არჩევნები

11 იანვარი

16 და 22 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველ და მეორე კურსის სტუდენტებს შორის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. პირველი კურსიდან სტუდენტურ ერთობას – 8, ხოლო მეორე კურსიდან – 6 კანდიდატი შეემატა. როგორც პირველი, ასევე მეორე კურსის არჩევნებზე დაფიქსირდა მონაწილეთა საკმაოდ მაღალი აქტივობა. 6 ოქტომბერს კი დაგეგმილია სტუდენტური ერთობისა და სტუდენტთა უფლებადამცველის (ომბუდსმენის) არჩევნები.