უცხოელი სტუდენტების მიღება კავკასიის უნივერსიტეტში

11 მარტი 2021

11 მარტს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილე (Erasmus+/Bilateral Exchange) და ხარისხის მაძიებელ პირველკურსელ სტუდენტებს CU კამპუსში უმასპინლა.

 

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, საფრანგეთის, დანიის, გერმანიის, ავსტრიისა და პორტუგალიის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები 2021 გაზაფხულის სემესტრს კავკასიის უნივერსიტეტში გაატარებენ. ხარისხის მაძიებელი სტუდენტები კი, ბიზნესისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროგრამებზე ირიცხებიან.

 

შეხვედრის მიზანს სტუდენტებისთვის CU კამპუსისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისების  გაცნობა წარმოადგენდა.

 

სტუდენტებს პირადად უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. სტუდენტები ასევე შეხვდნენ სკოლის დეკანებს, აკადემიურ მენეჯერს, სტუდენტური სამსახურის წარმომადგენლებს და ადმინისტრაციის სხვა წევრებს.