CU-ის და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ერთობლივი 3 წლიანი კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის მეორე მიღების სტუდენტები უკვე ამერიკაში იმყოფებიან, სადაც ისინი სწავლის ბოლო წელს გაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიების დარგში პროგრამა არის პირველი და ანალოგი არ აქვს საქართველოში. ის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლონ სამი წელი, ორი წელი საქართველოში, ხოლო ბოლო ამერიკაში და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი.
ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი შტატის ყველაზე ფართოპროფილიანი უნივერსიტეტების რიგებშია და ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში. ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).
ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
