„სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, კულტურის კომპონენტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.
კავკასიის უნივერსიტეტის ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა სტუდენტური ფესტივალის თანამედროვე ცეკვის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. ხოლო ფოლკლორულმა ანსამბლმა კი თანამედროვე სიმღერის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.
