,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები’’

20 სექტემბერი 2016

20 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ლექცია–სემინარი: ,,ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების 2016 წლის ექსპედიციების სიახლეები’’.

 

პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა თემურ ხუციშვილმა საზოგადოებას წარუდგინა 2016 წელს ისტორიულ ტაოში ახლად გამოვლენილი ძეგლები, აქვე წარმოდგენილი იყო ფოტო და ვიდეო მასალა. 

 

პროექტი: ,,თურქეთში მდებარე ქათული ისტორიული მხარეების კოლა-არტანისა და ტაო-კლარჯეთის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგი’’ 2014 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.

 

პროექტის ფარგლებში მესამე წელია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ხორციელდება სამეცნიერო ექსპედიციები, ამ პერიოდში ათობით უცნობი ძეგლი გამოვლინდა:

 

  • 2014 წელი - კოლა-არტაანი - 156 კულტურის ძეგლი
  • გადამოწმდა 314 სოფელი
  • 2015 წელი - კლარჯეთი - 108 კულტურის ძეგლი
  • გადამოწმდა 283 სოფელი
  • 2016 წელი - ტაო - 150 კულტურის ძეგლი

 

ექსპედიციები ნოემბრამდე გაგრძელდება, ხოლო 2016 წლის ბოლოს, პროექტის დასასრულს გამოიცემა ტაო-კლარჯეთის კულტურის ძეგლების სამტომეული.

 

განმახორციელებელი ორგანიზაცია: ,,კავკასიის უნივერსიტეტი’’, ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრი’’.