ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

20 სექტემბერი 2023

19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს CU-ის კამპუსში უმასპინძლა. 

 

ტარტუს უნივერსიტეტიდან, კერძოდ ნარვას კოლეჯიდან (Narva College), კავკასიის უნივერსიტეტს ეწვივნენ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსი ანასტასია ტუდერი, ასევე ანნა გოლუბევა, მრავალენოვანი განათლების ცენტრის უფროსი.

 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული პარტნიორობა, მათ შორის ერასმუს+ კრედიტ მობილობის ფარგლებში მომავალი წლისთვის ახალ პროექტზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობა. ასევე მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის კუთხით საერთო პროექტების განახორციეელების  შესაძლებლობები.