თენგიზ ვერულავას ნაშრომი კოლხეთის ფილოსოფიური სკოლის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

6 ნოემბერი 2026

საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში „Studia Antiqua et Archaeologica“ (2026, ტ. 32, №1, გვ. 389–406) გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას ნაშრომი „პერიფერიული ინტელექტუალობა და ელინური განათლება გვიან ანტიკურ ხანაში: კოლხეთის სკოლის ახლებური შეფასება“ (“Peripheral Intellectuality and Hellenic Paideia in Late Antiquity: Reassessing the Colchian School”).

 

კვლევა ეძღვნება გვიან ანტიკურ ხანაში, ფაზისის მახლობლად არსებული კოლხეთის რიტორიკისა და ფილოსოფიის სკოლის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას და მის ადგილს ბერძნულ-რომაული სამყაროს საგანმანათლებლო სივრცეში.

 

ისტორიული წყაროების, განსაკუთრებით IV საუკუნის ცნობილი ფილოსოფოსისა და რიტორის, თემისტიოსის ცნობების ანალიზის საფუძველზე, განხილულია კოლხეთის სკოლის ფილოსოფიურ მიმართულებები, არისტოტელური და პლატონური ტრადიციების გავლენა და მისი კავშირი რომის იმპერიის ინტელექტუალურ ცენტრებთან.

 

კვლევის მთავარი სამეცნიერო სიახლეა „პერიფერიული ინტელექტუალობის“ კონცეფციის შემუშავება, რომლის მიხედვითაც კოლხეთი განიხილება არა როგორც ელინური კულტურის პასიური მიმღები, არამედ როგორც ცოდნის შენარჩუნების, ინტერპრეტაციისა და გავრცელების აქტიური რეგიონული ცენტრი.

 

ნაშრომი წარმოაჩენს დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ადგილს ანტიკური სამყაროს ინტელექტუალურ ისტორიაში და ახალ პერსპექტივას გვთავაზობს ქართული საგანმანათლებლო და ფილოსოფიური მემკვიდრეობის საერთაშორისო კონტექსტში შესასწავლად.

 

ჟურნალი „Studia Antiqua et Archaeologica“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:

 

Verulava, T. (2026). Peripheral Intellectuality and Hellenic Paideia in Late Antiquity: Reassessing the Colchian School. Studia Antiqua et Archaeologica, 32(1): 389-406. DOI: 10.47743/saa-2026-32-1-18

 

სტატიის ბმული: http://saa.uaic.ro/32-1-18/