20 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანია (TH Wildau), დელეგაციას უპასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა სტუდენტთა ჯგუფი და დელეგაციის ხელმძღვანელი, პროფესორ მაიკლ ჰერცოგი, რომელთაც კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ანი თავართქილაძემ უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სტუდენტებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის კამპუსი, გაეცნენ დეტალურ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამების, მიღწევებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
აგრეთვე, კავკასიის ბიზნესის და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლების ლექტორების მონაწილეობით სტუდენტებისთვის დაიგეგმა ლექციები შემდეგ თემებზე: “ვაჭრობის ნაკადის გადამისამართება, სანქციების თავიდან აცილება და ევროპასა და აზიას შორის „ახალი“ სატრანზიტო კორიდორების როლი: საქართველოს შემთხვევა“ ( ვახტანგ ფარცვანია) და “ტრანსპორტის მოდელირება” (თენგიზ უგულავა).
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი და TH Wildau ახორციელებენ ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის თანამშრომლობას წარმოადგენს და მხარეებს შორის აკადემიური კავშირის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.
