12 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა გურანდა ჭელიძემ მონაწილეობა მიიღო „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში” (SQUARE) საერთაშორისო კონფერენციაში “SQUIRE - Addressing 3rd Mission in Universities: local and Global”.
კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენება შეეხო უნივერსიტეტის მესამე მისიის საუკეთესო პრაქტიკას - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში განხორციელებულ Erasmus+ ჟან მონეს პროექტს “ევროპული სწავლების სამკუთხედი” (TEESS), მიღებულ შედეგებსა და რეკომენდაციებს, სამომავლო გეგმებს გრძელვადიან პერსპექტივაში.
მოხსენება მიეძღვნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორის ზურაბ ბრაგვაძის ხსოვნას.