2024 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. CU-ის პრეზიდენტი, კახა შენგელია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უკვე მეორედ უხელმძღვანელებს თავმჯდომარის პოზიციაზე.
წევრთა დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
ვულოცავთ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, კახა შენგელიას და ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებს. წარმატებას ვუსურვებთ მათ ამ უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში.
პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანება.