წარმატებით დასრულდა პროექტ DataSecSchool-ის მეორე ნაკადის გადამზადება. მსმენელებს ტრენინგები ჩაუტარდათ კიბერ ჰიგიენაში, ქსელურ უსაფრთხოებაში, კრიპტოგრაფიასა და GDPR-ში.
- მეორე ნაკადის წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
- პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ევროკავშირის პრაქტიკებზე დაფუძნებული, GDPR-ის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ სეზონურ სკოლებზე დასწრება, კვალიფიკაციის ამაღლება და სერტიფიცირება.
ტრენინგები დაფინანსებულია Erasmus+ Jean Monnet მოდულით და ქართველი მსმენელებისთვის არის სრულიად უფასო. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის ბაზაზე.
პროექტის ხელმძღვანელია: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, SCSA_ს პრეზიდენტი - მაქსიმ იავიჩი.
პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.