28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსის მოსწავლეები და წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ვიზიტი სომხეთის საელჩოს შუამავლობით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სტუმრები შეხვდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს - კახა შენგელიას.
გაეცვნენ უნივერსიტეტის ისტორიას, ასევე, ტრადიციულად, ჩაუტარდათ კამპუს ტური, რამაც მათ საშუალება მისცა, დაეთვალიერებინათ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ის მოსწავლეები პრაქტიკულ სამუშაოებს ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ მხითარ სებასტაცის კომპლექსი ერთ-ერთია სომხეთში მოქმედი სკოლებიდან, სადაც ქართული ენის სასწავლო პროგრამა აქვთ.