კავკასიის უნივერსიტეტმა და კავკასიის ტურიზმის სკოლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო ხარისხის მაღალი სტანდარტი. UN Tourism TedQual რესერტიფიკაცია ძალიან მაღალი შედეგით (94%) დასრულდა.
სერტიფიკატი მიენიჭა კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას 4 წლის ვადით, რომელიც კომისიის შეფასებით სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს, მათ შორის: სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, სტუდენტთა მხარდაჭერის მექანიზმებს, პრაქტიკულ გამოცდილებებსა და ინდუსტრიასთან თანამშრომლობას.
UN Tourism-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პროგრამამ 796 ქულა მიიღო 845-დან, რაც პროგრამის მდგრადი განვითარებისა და მაღალი ხარისხის სწავლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა.
სერტიფიკატის განახლება უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას:
- ჩაერთოს UN Tourism Academy-ის ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ახალი კურსების განვითარებაში;
- მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო Executive Training Course-ებში, ექსპერტის კანდიდატის სტატუსით;
- ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და სპეციალური შეთავაზებებით UN Tourism-ის საგანმანათლებლო ინიციატივებზე.
კავკასიის ტურიზმის სკოლა აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და სწავლების ხარისხის განვითარებას, რათა სტუდენტებს შესთავაზოს თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული და გლობალურად აღიარებული ტურიზმის განათლება.
ვულოცავთ ტურიზმის სკოლას, სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ გუნდს ამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ UN Tourism-ის ვებგვერდს.
