უკრაინის მხარდასაჭერი პერფორმანსი CU კამპუსში

28 თებერვალი 2022

 

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, უკრაინის მხარდასაჭერი პერფორმანსი გაიმართა. 

 

კამპუსის სივრცეში, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტების ინიცირებით მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც სხვა სკოლის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა,

გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტების მიერ მომზადებული ნივთები უკრაინის თემატიკაზე. შეგროვებული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე.

 

ასევე, მოეწყო მსვლელობა, უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე. მსვლელობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის შენობაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა გამოიფინა.  პერფორმანსში მონაწილეობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას უკრაინის მხარდასაჭერად. უნივერსიტეტმა ასევე დაიწყო სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ნივთების შეგროვება. საჭირო რესურსების მობილიზებისთანავე ყველა ნივთი გაიგზავნება უკრაინელ ხალხთან.

 

საკონტაქტო პირი :თამთა ბითხუზი, მობილური - 598 72 92 79, ელ.ფოსტა- tbutkhuzi@cu.edu.ge