ფინანსური მენეჯერი

17 იანვარი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი ფინანსურ დეპარტამენტში, ფინანსური ანალიზის სამსახურში

აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • სტუდენტების გადასახდელი თანხების გადახდების აღრიცხვა, გრაფიკების შედგენა, ბაზაში ასახული გადასახდელი თანხების სისწორის შემოწმება, სტუდენტებთან კომუნიკაცია;
  • მისაღები სახელმწიფო გრანტების აღრიცხვა, ფაქტიურთან დადარება, ამ მიმართულებით მაკონტროლებელ ორგანოებთან კომუნიკაცია;
  • სამსახურის უფროსისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესრულება.

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის/ეკონომიკის/ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (მათ შორის Excel).

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე)
  • გამოსაცდელი ვადა: 2-3 თვე (ანაზღაურებადი)

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია). ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: სტუდენტების მომსახურების ფინანსური მენეჯერი.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 31 იანვარი.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!