ძვირფასო სტუდენტებო,
აღნიშნული გამოკითხვა ტარდება Erasmus+ ვირტუალური გაცვლის პროექტის „Acquiring Transversal Competences through Virtual Voyages“ (პროექტის ნომერი: 101193593) ფარგლებში.
გამოკითხვაში მონაწილეობით დაგვეხმარებით უკეთ გავიგოთ სტუდენტების საჭიროებები, მოლოდინები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ციფრულ სწავლებასთან, ვირტუალურ გაცვლებთან, კარიერის დაგეგმვასა და გამჭოლი და რბილი უნარების განვითარებასთან. თქვენი მოსაზრებები მნიშვნელოვანი იქნება პროექტის აქტივობებისა და სასწავლო რესურსების სტუდენტების საჭიროებებზე უკეთ მოსარგებად.
პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის ვირტუალური გაცვლის შესაძლებლობების შექმნა კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვის, „სწავლა სწავლების“ კომპეტენციისა და რბილი უნარების განვითარების მიმართულებით. პროექტი ეფუძნება არსებულ ელექტრონული სწავლების პლატფორმას thevoyage.eu, რომელიც განახლდება და ადაპტირდება სტუდენტების თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განვითარებას 2,100 სტუდენტს შორის რუმინეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან და სომხეთიდან. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ვირტუალურ გარემოში ითანამშრომლონ, გაცვალონ მოსაზრებები და ამავდროულად განივითარონ შესაბამისი კომპეტენციები და უნარები. პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალის, ახალგაზრდულ მუშაკთა და ტრენერთა ციფრული და რბილი უნარების განვითარება და ახალი ელექტრონული სწავლების ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა.
გთხოვთ, შეავსოთ გამოკითხვის ფორმა 2026 წლის 8 აპრილის ჩათვლით.
გამოკითხვის ბმული.
წინასწარ გიხდით მადლობას თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისა და მონაწილეობისთვის.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ; Kkarbaia@cu.edu.ge
