CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კორეული კულტურისა და ენის ფონდის დამფუძნებელს და W-OKTA თბილისის ფილიალის პრეზიდენტს კვანგ ბოკ ლის და ამავე ფონდის ადმინისტრაციულ მენეჯერს ესმირა ისმაილოვას უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კავშირების გაღრმავებაზე საქართველოსა და კორეას შორის და სამომავლო პარტნიორობაზე.
კვანგ ბოკ ლიმ კავკასიის უნივერსიტეტს საჩუქრად 1000 ცალი პირბადე გადასცა.