კავკასიის უნივერსიტეტს „მწვანე სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი წარმომადგენლები: ეთო ტატიშვილი, მეგი კაპანაძე, მარიამ გელაშვილი და ია ინასარიძე, ესტუმრნენ.
მოსწავლეები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ამინ ნაგელიანს, შეხვდნენ და ისაუბრეს ფერეიდანში გადასახლებულ ქართველთა ისტორიაზე. ამინმა მოსწავლეებს გააცნო ფერეიდნელი ქართველების კულტურა, ტრადიციები და ისტორია. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
დასასრულს, მოსწავლეებმა თავიანთი დაწერილი წერილები და წიგნები გაუგზავნეს ფერეიდანში მცხოვრებ ბავშვებს.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ კამპუს ტური. დაათვალიერეს უნივერსიტეტის გარემო, ინფრასტრუქტურა და სტუდენტური სივრცეები.
