12 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა Neu-Ulm-ის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, გერმანია, ვიცე-პრეზიდენტს კვლევების, ტრანსფერებისა და ინტერნაციონალიზაციის დარგში ელმარ შტოიერერს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტში მოქმედ სასწავლო პროგრამებზე, საერთაშორისო პროექტებსა და მიღწევებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ბიზნესის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამების მიმართულებებით. ასევე, გამოითქვა დაინტერესება ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით.