Erasmus + პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 დეკემბერი 2023

4-8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერასმუს + ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, გდანსკის უნივერსიტეტის, პოლონეთი (University of Gdansk, Poland) დელეგაციას უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები მიმდინარე პროექტის დასრულებამდე და შედგა შეთანხმება თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, კოლეგებმა პარტნიორი უნივერსიტეტიდან მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

გდანსკის უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია პოლონეთში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.