ხაშურის თემის ელჩების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

26 სექტემბერი 2023

25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ხაშურის თემის ელჩები - 9, 10, 11, 12 კლასელები - ესტუმრნენ. მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

მონაწილეები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.