29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს უმასპინძლა.
მობილობები განხორციელდა როგორც ერაზმუსის ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.
გაცნობითი შეხვედრები შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.
ერაზმუს+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა უმასპინძლა ბურდურის მეჰმედ აქიფ ერსოის უნივერსიტეტის, თურქეთი, წარმომადგენლებს ჰაქან ალფაიდინს და სულეიმან სენს. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში დეპარტამენტმა უმასპინძლა კშიშტოფ როკოშს, კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დეკანს, პოლონეთი, და ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს, პაველ ზუფანს, ჩეხეთის რესპუბლიკა.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
