თბილისის N126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 დეკემბერი 2023

13 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს ქალაქ თბილისის N126-ე სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლეები და მათი წარმომადგენლები, ნანა ბარამიძე, ნათია გოჩაშვილი და მარიამ გეგიაძე ესტუმრნენ, რომლებსაც  კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა და  კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორმა დავით თინიკაშვილმა, მათთვის საინტერესო თემებზე ლექციები ჩაუტარეს.

 

ასევე მოსწავლეები გაეცნენ ლაბორატორიულ დანადგარებს, რომელთა დახმარებით პრაქტიკულ აქტივობებშიც ჩაერთნენ.

 

მოსწავლეებმა უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას  შეძლებენ.