თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსტანტინე საბიაშვილის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 სექტემბერი 2023
19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილს უმასპინძლა.
 
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია.
 
შეხვედრაზე მხარეებმა  სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, აგრეთვე განიხილეს თურქმენეთის უნივერსიტეტებთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.