სამუშაო შეხვედრა ეკონომიკის სკოლის სტუდენტებთან თემაზე - კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და ეკონომიკა

5 დეკემბერი 2023

30 ნოემბერს,კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ცირკულარული ეკონომიკის კურსის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე - კლიმატის ცვლილების პოლიტიკა და ეკონომიკა.

 

შეხვედრას უძღვებოდა ეკონომიკის დოქტორი მაიკლ ლუკენი, ექსპერტი კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.

 

სამუშაო შეხვედრა მოიცავდა აღნიშნული საკითხის მიმოხილვას, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და ასევე სიმულაციურ თამაშს, სახელწოდებით - "Keep Cool”.

 

სიმულაციური თამაშის განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატთან დაკავშირებული რისკები, ინდუსტრიული ჯგუფების ლობირება და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა. თამაშში სტუდენტებმა მოირგეს სხვადასხვა რეგიონის როლები და მიიღეს გლობალური კლიმატის გამოწვევების გადაჭრის პრაქტიკული გამოცდილება.