ვორკშოპი კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის

22 სექტემბერი 2020

22 და 24 სექტემბერს, კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველმა, ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მარიამ ქებურიამ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა ვორკშოპი.

 

აღნიშნული ვორკშოპი კვლევითი საქმიანობისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან, ჩარჩო პროგრამებიდან დაფინანსების მოზიდვასა და ადმინისტრირებას შეეხებოდა.