ვორკშოპი „გულის ვიზუალიზაციის ხელოვნება“

31 მარტი 2026
27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჩატარდა ვორკშოპი „გულის ვიზუალიზაციის ხელოვნება“.
 
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კარდიოლოგიისა და ექოკარდიოგრაფიისადმი მზარდ ინტერესს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში.

პრაქტიკული სესიის ფარგლებში, თითქმის ყველა სტუდენტმა დამოუკიდებლად შეძლო ექოკარდიოგრაფიული ძირითადი ხედების (ფანჯრების) გამოყვანა სიმულაციურ პაციენტზე, რაც მიუთითებს მიღებული ცოდნის ეფექტურ ათვისებაზე და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.